სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1351 1352 1353 1354 1355 1356 1357 1358 1359 ... 1666 Next 11 ივლისი2013 ვუო დინამოში ჩაირიცხა დინამო თბილისში 26 წლის კოტ დიუვარელი თავდამსხმელი, ჯიბრილ არსენ დიტ პატრიკ ვუო ჩაირიცხა. ვუოს სხვადასხვა დროს ნათამაშები აქვს პორტუგალიურ სანტა კლარასა და აკადემიკას შემადგენლობაში. ჩვენი კლუბის ახალწვეულმა უკანასკნელი სამი სეზონი კვიპროსზე, ლიმასოლის აელში გაატარა. 11 ივლისი2013 დინამო VS გაგრა – მატჩის მიმოხილვა დინამო თბილისი 6:1 გაგრა. დინამო TV შეხვედრის მიმოხილვას გთავაზობთ. 10 ივლისი2013 დინამო სტრეიმურს ალან მარიო სანტი განსჯის ჩემპიონთა ლიგის მეორე სკვალიფიკაციო ეტაპზე დინამოელები ურთიერთობას ფარერების წარმომადგენელთან – სტრეიმურთან გაარკვევენ. წყვილის პირველ მატჩს, რომელიც 16 ივლისს დინამო არენაზე გაიმართება 32 წლის მალტელი მსაჯი – ალან მარიო სანტი განსჯის. გვერდითი მსაჯები ალან კამილიერი და რობერტო ველა იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ფარუჯია კან ტრუსტინი შეასრულებს. 10 ივლისი2013 დინამო თბილისი 6:1 გაგრა დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა მორიგი სპარინგ მატჩი გამართეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ლიგის ბინადარ გაგრას უმასპინძლა და მეტოქეს ხუთბურთიანი სხვაობით – 6:1 სძლია. 10 ივლისი2013 დინამო VS გაგრა – LIVE დინამო თბილისი ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს დილით ჩვენმა გუნდმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდი 18:00 საათზე მორიგ სპარინგ შეხვედრას პირველი ლიგის წარმომადგენელთან – გაგრასთან გამართავს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.