სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1351 1352 1353 1354 1355 1356 1357 1358 1359 ... 1666 Next 13 ივლისი2013 სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ ! 16 ივლისს, სამშაბათს, 20.00 საათზე დინამო არენაზე ჩემპიონთა ლიგის 2013-2014 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება. დინამო თბილისი ფარერის კუნძულების ჩემპიონს – სტრეიმურს უმასპინძლებს. შეხვედრაზე აკრედიტაციის მიღების მსურველები, სპორტული ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობით გთხოვთ მობრძანდეთ ორშაბათს, 15 ივლისს, 19.00 საათიდან – 21.00 საათამდე დინამო არენის საპრესკონფერენციო დარბაზში. 13 ივლისი2013 რომან ფიფია: ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულად უნდა ვებრძოლოთ რომან ფიფიას "ლელო" ბოლოს გასული სეზონის მსვლელობისას ესაუბრა. მას შემდეგ თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონი გახდა, გაიხსნა საკლუბო აკადემია, თბილისში ჩამოვიდა კრიშტიანო რონალდო, "დინამოს" კი ჩემპიონთა ლიგა კარს მოადგა. 12 ივლისი2013 პეტერ გრაიციარს ხანგრძლივი პერიოდი გაუცდება ჩვენი გუნდის სლოვაკ ფეხბურთელს, პეტერ გრაიციარს, რომელიც დინამო მოსკოვთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა, ხანგრძლივი პერიოდი გაუცდება. დეტალური სამედიცინო კვლევის შემდეგ, გრაიციარს წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება აღენიშნება. 12 ივლისი2013 დინამო TV - ვარჯიში მატჩამდე დინამოს დუბლები და დინამო–2 ახალი სეზონისთვის ემზადება. ხვალ 18:30 საათზე, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამო–2 ამხანაგურ შეხვედრას ვიტ ჯორჯიასთან გამართავს. დინამო TV მატჩის წინა ვარჯიშს გთავაზობთ. 11 ივლისი2013 ვუო დინამოში ჩაირიცხა დინამო თბილისში 26 წლის კოტ დიუვარელი თავდამსხმელი, ჯიბრილ არსენ დიტ პატრიკ ვუო ჩაირიცხა. ვუოს სხვადასხვა დროს ნათამაშები აქვს პორტუგალიურ სანტა კლარასა და აკადემიკას შემადგენლობაში. ჩვენი კლუბის ახალწვეულმა უკანასკნელი სამი სეზონი კვიპროსზე, ლიმასოლის აელში გაატარა.