სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1351 1352 1353 1354 1355 1356 1357 1358 1359 ... 1666 Next 21 ივლისი2013 23 ივლისი დინამოს ისტორიაში 23 ივლისს დინამოელები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო შეხვედრას სტუმრად, ტორსჰავნში, ებ/სტრეიმურის წინააღმდეგ გამართავს. დინამო თბილისს 23 ივლისს ისტორიაში 4 შეხვედრა აქვს გამართული, 1 თბილისში, 3 კი – სტუმრად. 21 ივლისი2013 ებ/სტრეიმური – დინამოს შეხვედრას უელსელი მსაჯები მოემსახურებიან ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას, რომელსაც დინამოელები ტორსჰავნში, ებ/სტრეიმურის წინააღმდეგ გამართავენ, სიმონ ევანსი განსჯის. უელსელ მსაჯს თანამემამულე ედვარდ კინგი და დანიელ ბეკეტი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ასევე უელსელი – რიჩარდ ჰარინგტონი იქნება. 20 ივლისი2013 დინამო დუბლები 2:8 დინამო–2 დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დინამო–2 ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობას დაუპირისპირდა. გუნდებმა ორი 40 წუთიანი ტაიმი ითამაშეს. ტესტ–მატჩი მეტად უხვგოლიანი გამოდგა და დინამო–2 გამარჯვებით – 8:2 დასრულდა. 19 ივლისი2013 დინამო TV - სიუჟეტი ინტელექტკლუბიდან დინამო TV საქართველოს ინტელექტკლუბის სუპერ-ფინალურ გათამაშებას დაესწრო, სადაც ჩვენი კლუბის მაისურებში გამოწყობილი მოაზროვნეთა გუნდი დინამო გამოდიოდა. დინამო TV - სიუჟეტი ინტელექტკლუბიდან. 19 ივლისი2013 დინამო TV – ვარჯიში დიღმის ბაზაზე. ფეხბურთელთა კომენტარები დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა ორი ვარჯიში გამართეს. ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს, გივი კვარაცხელიას და გიორგი მერებაშვილს კომენტარების გაკეთება ვთხოვეთ.