კლუბის პრეზიდენტი - რომან ფიფია
დაიბადა 1966 წლის 8 აპრილს.
რომან ფიფია კლუბის სათავეში 2011 წლის იანვარში მოვიდა.
პირველივე დღიდან მიმდინარეობს კლუბის სრული მოდერნიზაცია.
განხორციელდა დიღმის საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქცია. დინამოს საწვრთნელი ბაზა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. დინამო არენაზე დაიგო უმაღლესი ხარისხის მოედნის საფარი. სტადიონს ჩაუტარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, დინამო არენა დედაქალაქის გამორჩეულ სპორტულ კერად იქცა.
ფუნქციონირება დაიწყო ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიამ. დინამოში მყარი ფუნდამენტი ეყრება კლუბის მომავალ წარმატებებს.