სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1351 1352 1353 1354 1355 1356 1357 1358 1359 ... 1666 Next 18 ივლისი2013 ელგუჯა გრიგალაშვილი - ამ ეტაპზე ისიც მახარებს, რომ დინამოს ფორმა მოვირგე ფარერების "სტრეიმურთან" შეხვედრაში თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება მოხდა: 23-ე წუთზე ირაკლი ძარია დაშავდა და თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა მის ნაცვლად მოედნის ცენტრში ელგუჯა გრიგალაშვილი გამოიყვანა. 17 ივლისი2013 დუბლებმა ორმხივი მატჩი ითამაშეს ჩვენი გუნდის დებლშემადგენლობა ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს, დინამოს ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადეემის მოედანზე ვასილ მაისურაძის გუნდმა ორმხრივი შეხვედრა გამართა. ერთმანეთს პირობითად გაყოფილი წითელი და ლურჯი გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა წითლების გამარჯვებით – 3:2 დასრულდა. 17 ივლისი2013 აზერბაიჯანელი სტუმარი დინამოში აზერბაიჯანის ერთ–ერთი წარმატებული კლუბის აგდამის ყარაბახის მთავარი კოორდინატორი – ემინ აბასოვი დინამო თბილისს ესტუმრა. აზერბაიჯანელი სტუმრის ვიზიტის მიზეზი ჩვენი გუნდის გამოცდილების გაზიარება გახლდათ. სტუმარი დინამოს საფეხბურთო აკადემიას ეწვია, შემდეგ კი დიღმის საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა. ბასოვი სამშაბათს დინამო არენაზე გამართულ დინამო – ებ/სტრეიმურის მატჩსაც დაესწრო. 17 ივლისი2013 დინამო TV - ინტერვიუ დინამოს გულშემატკივართან გუნდის საქომაგოდ ქუთაისიდან საგანგებოდ ჩამოვიდა თედო იობიძე, რომელიც ქუთაისელია და თბილისის დინამოს თავგამოდებული ქომაგი გახლავთ. კლუბის უზრუნველყოფით თედო იობიძე დინამოს თბილისურ თამაშს პირველად 23 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ფინალურ შეხვედრას დაესწრო. 17 ივლისი2013 დინამო TV - მწვრთნელებმა მატჩი შეაფასეს დინამო 6:1 სტრეიმურის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების წინაშე წარდგნენ დუშან უჰრინი (დინამო თბილისი) და რუნი ნოლსე (სტრეიმური).