სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1351 1352 1353 1354 1355 1356 1357 1358 1359 ... 1666 Next 19 ივლისი2013 დუშან უჰრინი- დღევანდელი სტიაუას შესახებ მცირე ინფორმაციას ვფლობ შვეიცარიაში გამართული კენჭისყრის შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს დუშან უჰრინს ვთხოვეთ. 19 ივლისი2013 დინამო / სტრეიმური VS სტიაუა / ვარდარი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, დინამო თბილისი რუმინული სტიაუას და მაკედონიური ვარდარის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა სტიაუასა და ვარდარს შორის ბუქარესტში გაიმართა და რუმინელთა გამარჯვებით – 3:0 დასრულდა. 18 ივლისი2013 დინამო TV სიუჟეტი წიწამურიდან დღეს, დინამო TV გია ჯაფარიძეს ესტუმრა, რომელმაც ბორის პაიჭაძის ძეგლის მაკეტი გვიჩვენა. დინამო TV სიუჟეტი წიწამურიდან. 18 ივლისი2013 ირაკლი ძარიას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ჩემპიონთან – ებ/სტრეიმურთან გამართა და დიდი ანგარიშით – 6:1 იმარჯვა. დაპირისპირების მეთვრამეტე წუთზე ჩვენი გუნდის ნახევარმცველი, ირაკლი ძარია დაშავდა და მის ნაცვლად თამაშში ელგუჯა გრიგალაშვილი ჩაერთო. 18 ივლისი2013 დინამო–2 მეტოქეები გაირკვა საქართველოს პირველი ლიგის A და B ჯგუფები საბოლოოდ დაკომპლექტდა. დინამო–2 კვლავ A ჯგუფში ითამაშებს და მეტოქეები ფოთის კოლხეთი, ქობულეთის შუქურა, გაგრა, ტყიბულის მეშახტე, მარნეულის ალგეთი, ხონის იმერეთი, ოზურგეთის მერცხალი, წალენჯიხის სქური, ხარაგაული ჩხერიმელა, ბათუმის ადელი, თერჯოლა საპოვნელა, თელავი კახეთი და თამარაშენის ლიახვი იქნებიან.