სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1306 1307 1308 1309 1310 1311 1312 1313 1314 ... 1666 Next 18 სექტემბერი2013 დინამო TV სპარტაკთან გამართული შეხვედრის მიმოხილვა დინამო TV ცხინვალის სპარტაკთან გამართული შეხვედრის მიმოხილვას გთავაზობთ. 17 სექტემბერი2013 დორინ გოგა – საიუბილეო გოლის ავტორი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში დინამოელებმა ცხინვალის სპარტაკს 2:0 სძლიეს. აღნიშნული მატჩში რუმინელი დორინ გოგასთვის სიმბოლური გამოდგა, მის მიერ თამაშის 48–ე წუთზე გატანილი გოლი დინამოსთვის ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრებში 1900–ე გამოდგა. 17 სექტემბერი2013 მწვრთნელებმა დინამო – სპარტაკი შეაფასეს დინამო არენაზე გამართული დინამო 2:0 სპარტაკის დასრულების შემდეგ სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია შედგა. 17 სექტემბერი2013 დინამო 2:0 სპარტაკი უმაღლესი ლიგის მესამე ტურის გადადებული შეხვედრა ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართა. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს მშრალი ანგარიშით – 2:0 მოუგო. დაპირისპირების პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში, შეხვედრის 48–ე წუთზე სპარტაკის კარში გოლი დინამოს რუმინელმა ლეგიონერმა, დორინ გოგამ გაიტანა – 1:0. დინამოელებმა მეორე გოლი მატჩის 86–ე წუთზე შეაგდეს, ცხინვალელთა კარში გატანილი ბურთით ლევან ხმალაძე გამოირჩა. 17 სექტემბერი2013 დინამო–2 2:1 სასკო დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე დინამო–2 ამხანაგურ შეხვედრაში სასკოს დაუპირისპირდა. ვასილ მაისურაძის გუნდმა მეტოქეს მინიმალური სხვაობით – 2:1 მოუგო.