სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1306 1307 1308 1309 1310 1311 1312 1313 1314 ... 1666 Next 20 სექტემბერი2013 ვიტ ჯორჯია VS დინამოს აბდულა ბასლეჰლო განსჯის საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის VI ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები მცხეთაში ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავენ, სირიელი მსაჯი, აბდულა ბასლეჰლო განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და კ. ტეფნაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი მ. ბეუქლიშვილი შეასრულებს. 20 სექტემბერი2013 დინამოს აკადემიის გუნდმა ვასლუი დაამარცხა ბულგარეთში, ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის 2013 წლის გათამაშების დასკვნითი ეტაპის პირველ შეხვედრაში ჩვენი აკადემიის U-12 ფეხბურთელებმა რუმინული ვასლუის თანატოლთა წინააღმდეგ იასპარეზეს. სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ვასლუის 2:0 მოუგო. მეტოქის კარში გოლები ლუკა ბოგვერაძემ და გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანეს. ჯგუფში, რომელის გადასალახავადაც დინამოელთა მსგავსად ვასლუის და მოსკოვის ლოკომოტივის U-12 გუნდები ასპარეზობენ მოზარდი დინამოელები მომდევნო მატჩს დღეს, მოსკოვური გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებენ. შეხვ 20 სექტემბერი2013 დორინ გოგა - ჩვენი მიზანი დუბლის შესრულებაა სპარტაკთან ჩატარებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდის რუმინელმა თავდამსხმელმა- დორინ გოგამ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის დებიუტში გატანილი გოლი დინამოსთვის საიუბილეო აღმოჩნდა. დორინ გოგამ საქართველოს ჩემპიონატში დინამოს 1900- ე გოლი გაიტანა. 20 სექტემბერი2013 ზორბეგ ებრალიძე - 69 დღეს დინამოს ვეტერანი მცველის- ზორბეგ ებრალიძის დაბადების დღეა. ბატონი ზორბეგი 69 წლის წინ ქალაქ ლანჩხუთში დაიბადა. დინამო თბილისის შემადგენლობაში 1971 წლიდან 1976 წლის ჩათვლით ასპარეზობდა. 19 სექტემბერი2013 დინამოს დირექტორის მოვალეობას მამუკა მახათაძე შეასრულებს დინამოს თბილისის დირექტორის მოვალეობას 52 წლის მამუკა მახათაძე შეასრულებს. ბატონი მამუკა წლების მანძილზე წარმატებით მუშაობდა სხვადასხვა ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გახლავთ ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი (უეიკფორესტის უნივერსიტეტი, აშშ) მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, კითხულობს ლექციებს ორგანიზაციულ მენეჯმენტში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში – GIPA.