სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1306 1307 1308 1309 1310 1311 1312 1313 1314 ... 1661 Next 17 სექტემბერი2013 დინამო VS სპარტაკი – ბილეთები ინტერნეტით 17 აგვისტოს, 18:00 საათზე, ჩვენი გუნდი დინამო არენაზე საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის III ტურის გადადებულ შეხვედრას ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს. 17 სექტემბერი2013 პეტერ გრაიციარი იუბილარია ჩვენი გუნდის სლოვაკი ლეგიონერი, პეტერ გრაიცარი იუბილარია, დღეს იგი 30 წლის გახდა. ვულოცავთ პეტერს დაბადების დღეს, სპორტულ წარმატებებს და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ მას. 16 სექტემბერი2013 დინამოელები ხვალინდელი მატჩისთვის ემზადებიან დინამოელები უმაღლესი ლიგის მესამე ტურის გადადებული შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობენ. დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დუშან უჰრინის შეგირდებმა საღამოს ვარჯიში ჩაატარეს. ხვალ, დინამო არენაზე დინამოსა და სპარტაკის დაპირისპირება 18:00 საათზე გაიმართება. 16 სექტემბერი2013 დინამო - სპარტაკს გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის დინამო თბილისის და სპარტაკის ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და დ. ჩიგოგიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გიორგი ვადაჭკორია შეასრულებს. 16 სექტემბერი2013 17 სექტემბერი დინამოს ისტორიაში 17 სექტემბერს დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის III ტურის გადადებულ შეხვედრას ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს. დინამოელებს 17 სექტემბერს 17 ოფიციალური მატჩი (7 ეროვნულ ჩემპიონატში, 2 ევროთასებზე, 8 სსრკ პირველობაზე) აქვთ გამართული, საიდანაც ჩვენმა გუნდმა 8 თამაში მოიგო, 5 მატჩი ფრედ დაასრულა, 4 შემთხვევაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ბურთების შეფარდება 30:11–ზე არის.