სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1306 1307 1308 1309 1310 1311 1312 1313 1314 ... 1666 Next 24 სექტემბერი2013 ხობის კოლხეთი VS დინამო თბილისის თორნიკე გვანცელაძე განსჯის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი სტუმრად ხობის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს, თორნიკე გვანცელაძე განსჯის. მას ასისტენტობას ზაზა ფიფია და დავით კვეტენაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი გიორგი დოგრაშვილი შეასრულებს. 24 სექტემბერი2013 ჩისკო მუნიოსი VI ტურის სიმბოლურში სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის VI ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ჩისკო მუნიოსი შეიყვანა. 23 სექტემბერი2013 25 სექტემბერი დინამოს ისტორიაში 25 სექტემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალში ჩვენი გუნდი ხობის კოლხეთს დაუპირისპირდება. 25 სექტემბერს დინამოს 11 ოფიციალური წაუგებელი შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 7 მატჩი დედაქალქელთა გამარჯვებით, 4 კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოელთა სასარგებლოდ 11:2–ზე არის. 23 სექტემბერი2013 მოგონება ხუთი წლის წინ, 1 მაისს, დინამოელები ჩვენი გუნდის ექიმის გოგიტა ლობჟანიძის ტრაგიკულმა სიკვდილმა შეგვძრა. 2 წლის მანძილზე დინამოში გოგიტამ ბევრი მოასწრო, მაგრამ ჩვენთან ერთად ვერ იზეიმა ჩემპიონობა, რომლისთვისაც ძალიან ბევრი გააკეთა. დინამოშიც და ნაკრებშიც, იგი ყოველთვის საჭირო და საიმედო პროფესიონალი გახლდათ. 23 სექტემბერი2013 ჩვენი ფეხბურთი - კინოფესტივალზე დაჯილდოვდა 18-20 სექტემბერს ქ. ტაშკენტში (უზბეკეთი) სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთაშორისო ფედერაციის (FICTS) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „სპორტი კინოსა და ტელევიზიაში“ ქართველი რეჟისორის, გიორგი თორაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჩვენი ფეხბურთი“, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიას ეძღვნება და ჩვენი კლუბის ხელშეწყობით შეიქმნა, ნომინაციაში- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა.