სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1306 1307 1308 1309 1310 1311 1312 1313 1314 ... 1666 Next 23 სექტემბერი2013 კოლხეთი ხობი VS დინამო თბილისი – ურთიერთშეხვედრები საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალში ჩვენი გუნდი ხობის კოლხეთს დაუპირისპირდება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, დინამო თბილისისა და პირველი ლიგის წარმომადგენელის – ხობის კოლხეთს პირველი მერვედფინალური შეხვედრა 25 სექტემბერს ფოთში გაიმართება. ხობის კოლხეთთან ნათამაშებ შეხვედრებში დინამოელებს კოლოსალური უპირატესობა აქვთ – 5 მატჩი და 5 მოგება, ბურთების შეფარდება 15:3 არის. 23 სექტემბერი2013 დარკო გლიშიჩი იუბილარია ჩვენი გუნდის მაკედონიელი ლეგიონერი, დარკო გლიშიჩი იუბილარია, დღეს იგი 22 წლის გახდა. ვულოცავთ დარკოს დაბადების დღეს, სპორტულ წარმატებებს და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ მას. 22 სექტემბერი2013 დინამო TV - დინამო–2 მატჩის მიმოხილვა დინამო TV ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე გამართული დინამო–2 1:0 საპოვნელას დაპირისპირების მიმოხილვას გთავაზობთ. 22 სექტემბერი2013 დინამო–2 1:0 საპოვნელა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის IV ტურის შეხვედრაში დინამო–2 თერჯოლის საპოვნელას დაუპირისპირდა. მატჩი ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე გაიმართა. ვასილ მაისურაძის შეგირდებმა მეტოქეს მინიმალური ანგარიშით – 1:0 სძლიეს. 22 სექტემბერი2013 დუბლები მცხეთაში დამარცხდნენ უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების VI ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, მცხეთაში, ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გაწვრთნილი გუნდი მეტოქესთან ჭიდილში მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.