სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1333 1334 1335 1336 1337 1338 1339 1340 1341 ... 1666 Next 16 აგვისტო2013 დილა VS დინამო – მატჩამდე 17 აგვისტოს, 17:00 საათზე დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მეორე ტურის შეხვედრას სტუმრად, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირების პირდაპირ ეთერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ. 16 აგვისტო2013 დილა VS დინამოს თორნიკე გვანცელაძე განსჯის უმაღლესი ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ მატჩს, რომელიც გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება თორნიკე გვანცელაძე განსჯის. დინამო – დილას დაპირისპირებას ექვსკაციანი სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება. 16 აგვისტო2013 დინამოელები 17–წლამდელთა ნაკრებში საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრები 21 აგვისტოდან პოლონეთის ქალაქ ციხენაუში გასამართული საერთაშორისო ტურნირისთის – სირენკა თასის გათმაშებისთვის მზადებას დაიწყებს. ტურნირი კი 25 – 30 აგვისტოს გაიმართება. მოზარდ ჯვაროსანთა გუნდში სამი დინამოელი – ანდრო ნემსაძე, გიორგი სადღობელაშვილი და ვასილ კაციტაძე არის გამოძახებული. ჩვენი გუნდიდან 17–წლამდელთა ნაკრებში მიწვეულნი არიან ექიმი– დავით ხარაბაძე და ფიზიოთერაპევტი – გურამ მარშანია. 16 აგვისტო2013 ტრიუმფით დასრულებული ტურნირი თურქეთის ქალაქ ანთალიაში ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულა დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდმა. სულიკო დავითაშვილის შეგირდებმა მეოთხე თამაში გამართეს ბაქოს ინტერის წინააღმდეგ და მეტოქეს 5:0 სძლიეს – დინამოელებმა ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულეს. შესაბამისად ჩვენი გუნდი სექტემბერში ბულგარეთში, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ სტადიაზე იასპარეზებს. 15 აგვისტო2013 დინამო TV – რეპორტაჟი დიღმის საწვრთნელი ბაზიდან დინამო თბილისი ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას სტუმრად, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს. 17 აგვისტოს გასამართი მატჩისთვის დინამოელები დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ემზადებიან. წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღიათ გიორგი ლორიას, დავით კვირკველიას და ელგუჯრა გრიგალაშვილს, რომელნიც ყაზახეთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდნენ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარის გაკეთება გიორგი სეთურიძეს და ლევან ხმალაძეს ვთხოვეთ.