სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1324 1325 1326 1327 1328 1329 1330 1331 1332 ... 1666 Next 17 აგვისტო2013 დუშან უჰრინის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გორში გამართული დილა – დინამოს დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დუშან უჰრინმა, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. 17 აგვისტო2013 დილა 1:1 დინამო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XXV გათამაშების მეორე ტურის მატჩი დინამოელებმა გასვლაზე, დილას წინააღმდეგ გამართეს. ქვეყნის ჩემპიონისა და ვიცე–ჩემპიონის დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით, ფრედ – 1:1 დასრულდა. 17 აგვისტო2013 დილა VS დინამო – LIVE დღეს ჩვენი გუნდი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას დილას წინააღმდეგ გამართავს. დღევანდელი დაპირისპირების პირდაპირ ეთერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს. 17:00 საათიდან ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდი აღნიშნული შეხვედრის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო LIVE-ს შემოგთავაზებთ. 17 აგვისტო2013 ტრიუმფატორები თბილისში დაბრუნდნენ დინამო თბილისის აკადემიის 12–წლამდელთა გუნდმა თურქეთის ქალაქ ანთალიაში გამართული ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის გათამაშების პირველ ეტაპზე ოთხი გამართული მატჩიდან ოთხივე მოგებით დაასრულა. გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. პატარა დინამოელები თბილისს გვიან ღამით დაუბრუნდნენ. 17 აგვისტო2013 დინამო–2 4:2 სტუ დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე დინამო–2 პირველი ლიგელ სტუ–ს დაუპირისპირდა და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით – 4:2 სძლია. დინამოელთაგან მეტოქის კარში ორი გატანილი ბურთით გამოირჩა ლაშა შინდაგორიძე. თითო გოლი გაიტნეს გაგა მურცხვალაძემ და ბიძინა მახარობლიძემ.