სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1342 1343 1344 1345 1346 1347 1348 1349 1350 ... 1666 Next 5 აგვისტო2013 დინამო TV - დინამო ბუქარესტშია დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს სტუმრად, რუმინეთში სტიაუას წინააღმდეგ გამართავს. დღეს, ჩვენი გუნდი თბილისიდან ჩარტერული რეისით დილის 11:00 საათზე გაფრინდა და ორსაათ ნახევრიანი ფრენის შემდეგ ბუქარესტს ეწვია. 5 აგვისტო2013 დინამოელები რუმინეთში გაემგზავრნენ დღეს, დილის ათ საათზე დინამო თბილისი ჩარტერული რეისით რუმინეთში გაემგზავრა. ჩვენი გუნდი ბუქარესტში სასტუმრო Athenee Palace Hilton–ში დაბინავდება. დინამოელები დღეს საღამოს მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ. 6 აგვისტოს, თბილისის დროით 21:45 საათზე ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას სტიაუას წინააღმდეგ გამართავს. 4 აგვისტო2013 დინამო რუმინეთში ხვალ გაემგზავრება 6 აგვისტოს, დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ბუქარესტში სტიაუას წინააღმდეგ გამართავს. ბუქარესტში გამგზავრებამდე, დინამო თბილისის ოფიციალური ფან–კლუბის წევრები, გლადიატორები ჩვენი გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ და მეტად პრინციპული შეხვედრის წინ ფეხბურთელები გაამხნევეს. 4 აგვისტო2013 ანდრო ჟორდანიას ბარელიეფი დინამო თბილისის დიღმის საწვრთნელი ბაზის შესასვლელს უკვე რამდენიმე დღეა გამოჩენილი ქართველი მწვრთნელის- ანდრო ჟორდანიას ბარელიეფი ამშვენებს. ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს მოეხსენება, რომ დინამოს დიღმის ბაზა ქართული ფეხბურთის პატრიარქის სახელს ატარებს. 3 აგვისტო2013 ავთანდილ ღოღობერიძე - 91 დღეს დინამო თბილისის ლეგენდარული თავდამსხმელის- ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის დაბადების დღეა. გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი 1922 წელს დაიბადა. 432 ჩატარებულ შეხვედრაში, გაიტანა 160 გოლი (ორივე შედეგი დინამოში დღემდე ითვლება სარეკორდოთ).