სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1333 1334 1335 1336 1337 1338 1339 1340 1341 ... 1666 Next 15 აგვისტო2013 17 აგვისტო დინამოს ისტორიაში 17 აგვისტოს დინამო თბილისი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს სტუმრად, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს. 17 აგვისტოს დინამოს 13 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული (11 საბჭოთა კავშირის პირველობაზე, 2 კი ეროვნულ ასპარეზზე) საიდანაც ჩვენმა გუნდმა 5 შეხვედრა მოიგო, 5 შემთხვევაში ფრედ ითამაშა და 3 თამაშში კი დამარცხდა. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ – 25:15 არის. 15 აგვისტო2013 მოზარდმა დინამოელებმა ანთალიასპორს 11:1 მოუგეს თურქეთის ქალაქ ანთალიაში მიმდინარე ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც სულიკო დავითაშვილია, მესამე თამაში გამართა და თურქულ ანთალიასპორს 11:1 მოუგო. სამი გოლი გაიტანა დავითაშვილმა და მოისწრაფიშვილმა, თითო გატანილი გოლით კი კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ლომთაძე, გაგუა და ბოგვერაძე გამოირჩნენ. 15 აგვისტო2013 დინამოელთა სანაკრებო დღე 14 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მსგავსად ამხანაგური შეხვედრები გამართეს 21–წლამდელთა და 19–წლამდელთა გუნდებმაც. 15 აგვისტო2013 გიორგი მერებაშვილი იუბილარია ჩვენი გუნდის ათიანი, გიორგი მერებაშვილი იუბილარია. დინამოელთა შემტევი ნახევარმცველი დღეს 27 წლის გახდა. ვულოცავთ გიორგის იუბილეს და სპორტულ წარმატებებსა და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ. 14 აგვისტო2013 მოზარდები კვლავ დიდი ანგარიშით იგებენ თურქეთის ქალაქ ანთალიაში მიმდინარე ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც სულიკო დავითაშვილია, მეორე თამაში გამართა და ბულგარულ სლავიას 4:0 მოუგო. სლავიას სამი გოლი დავითაშვილმა გაუტანა, ერთი კი - გოდერძიშვილმა.