სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1297 1298 1299 1300 1301 1302 1303 1304 1305 ... 1666 Next 5 ოქტომბერი2013 ვარჯიში დიღმის ბაზაზე დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მორიგი კალენდარული შეხვედრისთვის მზადებას განაგრთზობს.ხვალ, დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდი რუსთავში, ფოლადის სტადიონზე, ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება. დინამო TV დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართული ვარჯიშის ვიდეოკოლაჟს გთავაზობთ. 4 ოქტომბერი2013 გამარჯვება სომხეთის ნაკრებთან დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა ამხანაგური მატჩი. დინამოს აკადემიის U-14 გუნდმა პაატა გოცირიძის ხელმძღვანელობით, სომხეთის თხუთმეტწლამდე ნაკრებს უმასპინძლა და საინტერესო შეხვედრაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა მეტოქე. 4 ოქტომბერი2013 ცვლილებები დინამოში დინამო თბილისის სპორტული დირექტორი გიორგი ტყავაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი მადლობას უხდის გიორგი ტყავაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში. 4 ოქტომბერი2013 დინამოელები 19–წლამდელთა ნაკრებში საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრები 9–11 ოქტმბერს ორ ამხანაგურ მატჩს სერბეთის თანატოლთა გუნდის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული მატჩებისთვის დინამოდან ოთხ ფეხბურთელს – ოთარ კაკაბაძეს, სანდრო გურეშიძეს, ჭიაბერ ჭეჭელაშვილს და ტარიელ ხაინდრავას უხმეს. მოზარდ ჯვაროსანთა გუნდში დინამო თბილისიდან ექიმი – დავით ზაქრაძე და ფიზიოთეერაპევტი – ვლადიმერ ჯალაღონია მიიწვიეს. 4 ოქტომბერი2013 ინტერვიუ პეტერ გრაიციართან ჩვენი გუნდის სლოვაკი ნახევარმცველი, პეტერ გრაიციარი ოპერაციის შემდეგ თბილისში დაბრუნდა. მოსკოვის დინამოსთან ამხანაგურ შეხვედრაში მიღებული ტრავმა ჩვენი გუნდის სლოვაკი ლეგიონერისთვის მძიმე გამოდგა და იგი ამჟამად კვლავ რეაბილიტაციის პერიოდს გადის.