სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1288 1289 1290 1291 1292 1293 1294 1295 1296 ... 1666 Next 8 ოქტომბერი2013 მწვრთნელების წარდგენა დინამო თბილისის ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიაში ჩვენი კლუბის დირექტორმა მამუკა მახათაძემ ფეხბურთელებს მეორე გუნდის და დუბლშემადგენლობის ახალი სამწვრთნელო შტაბი წარუდგინა. პირველ ლიგაში მოასპარეზე დინამო-2-ს მალხაზ ჟვანია უთავკაცებს. 37 წლის სპეციალისტი 7 წლის მანძილზე მარტვილის მერანს ედგა სათავეში. გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონატში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. ჟვანიას ასისტენტობას გივი დიდავა, რამაზ სვანაძე და ლევან აბაშიძე გაუწევენ. დუბლშემადგენ 8 ოქტომბერი2013 ორი დინამოელი VIII ტურის სიმბოლურში სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის VIII ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ გიორგი მერებაშვილი და დორინ გოგა შეიყვანა. 7 ოქტომბერი2013 დინამო TV - დუბლშემადგენლობათა მატჩის მიმოხილვა დინამო TV ბოლნისში გამართული დუბლშემადგენლობათა მერვე ტურის შეხვედრის სიონი 2:3 დინამო თბილისი დაპირისპირების მიმოხილვას გთავაზობთ. 7 ოქტომბერი2013 სიონი დუბლებმაც დაამარცხეს უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მერვე ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე მათსავე მოედანზე ანგარიშით – 3:2 დაამარცხა. 7 ოქტომბერი2013 სიონი-დინამო 1:4 - პირველი ჰეთ თრიქი რუმინელისაა ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე გამარჯვებით "დინამომ" კვლავაც შეინარჩუნა ლიდერობა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დუშან უჰრინის გუნდს ამ სეზონში მეტ-ნაკლებად სერიოზული კონკურენტი არც ეყოლება.