სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1297 1298 1299 1300 1301 1302 1303 1304 1305 ... 1666 Next 5 ოქტომბერი2013 დინამო U-15 გუნდმა ცხინვალის სპარტაკი დიდი ანგარიშით დაამარცხა დღეს, დინამო თბილისის აკადემიის U-15 გუნდმა მორიგი კალენდარული შეხვედრა გამართა. ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ლევან გვანცელაძის გაწვრთნილი გუნდი ცხინვალის სპარტაკის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე მშრალი ანგარიშით – 6:0 დაამარცხა. 5 ოქტომბერი2013 დინამო U-17 გუნდმა ცხინვალის სპარტაკი დაამარცხა დღეს, დინამო თბილისის აკადემიის U-17 გუნდმა მორიგი კალენდარული შეხვედრა გამართა. ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გიორგი მინაშვილის გაწვრთნილი გუნდი ცხინვალის სპარტაკის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე სამბურთიანი სხვაობით – 4:1 დაამარცხა. დინამოელთაგან გოლები ვეკუამ, ჩიხლაძე, ურჩუხიშვილმა და ქუთათელაძემ გაიტანეს. 5 ოქტომბერი2013 დინამო–2 ფოთის კოლხეთთან დამარცხდა პირველი ლიგის გათამაშების მორიგ კალდენდარულ შეხვედრაში დინამო–2 საკუთარ მოედანზე ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ დამარცხდა. ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართული მატცი ფოთელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. 5 ოქტომბერი2013 სიონი VS დინამო – მატჩამდე დინამო თბილისი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას სტუმრად, რუსთავში, ფოლადის სტადიონზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. 6 ოქტომბერს შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ. 5 ოქტომბერი2013 სიონი VS დინამოს ოთარ ხეცაძე განსჯის ეროვნული ჩემპიონატის VIII ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები სტუმრად, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის.