სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1117 1118 1119 1120 1121 1122 1123 1124 1125 ... 1666 Next 22 აგვისტო2014 დინამოელები 19 წლამდელთა ნაკრებში საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები 1-6 სექტემბერს, სლოვაკეთში ამხანაგურ მატჩებს გამართავს სლოვაკეთის ნაკრებთან. მანამდე 25 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით 19 წლამდელთა ნაკრები თბილისში გაივლის შეკრებას. 21 აგვისტო2014 დინამო VS ზესტაფონი – ურთიერთშეხვედრები 23 აგვისტოს, 18:00 საათზე ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე XXVI ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ზესტაფონი და დინამო თბილისი დაუპირისპირდებიან. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს. 20 აგვისტო2014 23 აგვისტო დინამოს ისტორიაში შაბათს 23 აგვისტოს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს სკ ზესტაფონი და დინამო თბილისი დაუპირისპირდებიან. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. 19 აგვისტო2014 მეორე გუნდის უგოლო სპარინგი დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე დინამოს მეორე გუნდმა მარნეულის ალგეთს უმასპინძლა. მატჩის მიმდინარეობისას დინამოელები ფლობდნენ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, თუმცა მიუხედავად რამდენიმე საგოლე მომენტისა, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 19 აგვისტო2014 დინამოელები 17 წლამდელთა ნაკრებში საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 26-28 აგვისტოს, თბილისში ამხანაგურ მატჩებს გამართავს დანიის ნაკრებთან. შეკრებაზე და მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან გამოძახებულია 9 ფეხბურთელი