სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1126 1127 1128 1129 1130 1131 1132 1133 1134 ... 1666 Next 19 აგვისტო2014 დინამოელები მეორე ტურის სიმბოლურში სპორტული გამოცემები ლელო და ჩვენი თამაში, ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ სამი დინამოელი შეიყვანა. რჩეულთა შორის მოხვდნენ: ლაშა თოთაძე, ირაკლი ძარია და ჩისკო მუნიოსი. 19 აგვისტო2014 ლევან გვანცელაძე - ბურთის ფლობის ხარჯზე მივიღეთ შედეგი მინსკში დასრულდა იური კურნენინის სახელობის, ტრადიციული საერთაშორისო მემორიალური ტურნირი. გათამაშების გამარჯვებული დინამო თბილისის 15 წლამდელთა გუნდი გახდა. დინამომ გაიტანა ყველაზე მეტი და გაუშვა ყველაზე ნაკლები ბურთი- 11/2. ლევან გვანცელაძის გუნდმა 4:2 დაამარცხა პმც პოსტავი, 3:0 აჯობა მინსკის დინამოს, ფრედ 0:0 ითამაშა კიევის დინამოსთან და ჯგუფში დაიკავა პირველი ადგილი. ფინალურ შეხვედრაში ახალგაზრდა დინამოელებმა უშანსოდ- 4:0 დაამარცხეს კონოპლიოვის აკადემიის გუნდი და მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული. ტურნირის საუკეთ 18 აგვისტო2014 სიონი დუბლებმაც დაამარცხეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამო თბილისის აკადემიის მოედანზე, დღეს დუბლშემადგენლობათა პირველობის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა. თამაზ სამხარაძის შეგირდებმა ბოლნისის სიონის სარეზერვო გუნდს უმასპინძლეს და დაძაბულ შეხვედრაში 1:0 დაამარცხეს მეტოქე. 17 აგვისტო2014 დინამო 1:0 სიონი - მატჩის ვიდეო მიმოხილვა დღეს დინამო არენაზე, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში ერთმანეთს დინამო თბილისი და ბოლნისის სიონი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კახი გოგიჩაიშვილის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. დინამო TV გთავაზობთ აღნიშნული შეხვედრის ვიდეო მიმოხილვას. 17 აგვისტო2014 დინამო 1:0 სიონი - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ სიონი 1:0 დაამარცხა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე ვლადიმერ ბურდული და კახი გოგიჩაიშვილი წარდგნენ.