სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1117 1118 1119 1120 1121 1122 1123 1124 1125 ... 1666 Next 23 აგვისტო2014 გამარჯვება ზესტაფონში დღეს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს XXVI ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს სკ ზესტაფონი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. საკმაოდ ლამაზი, დაძაბული და საინტერესო მატჩი დინამოს გამარჯვებით 3:2 დასრულდა. 23 აგვისტო2014 ზესტაფონი vs დინამო – LIVE დღეს ჩვენი გუნდი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას, სკ ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავს. 18:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შეხვედრის პირდაპირ ტრანსლიაციას წარმოგიდგენთ. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი აღნიშნული მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო LIVE- ს შემოგთავაზებთ. 23 აგვისტო2014 დავით საჯაია იუბილარია ჩვენი გუნდის ახალწვეული მცველი- დავით საჯაია იუბილარია, დღეს იგი 21 წლის გახდა. ვულოცავთ დავითს დაბადების დღეს, სპორტულ წარმატებებს და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ მას. 22 აგვისტო2014 ზესტაფონი vs დინამო – მატჩამდე დინამო თბილისი საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას ზესტაფონში, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. 23 აგვისტოს დაპირისპირებას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს. 22 აგვისტო2014 ზესტაფონი – დინამოს გიორგი ვადაჭკორია განსჯის საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 23 აგვისტოს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სკ ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ი. უკლება გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ხ. გაგნიძე და ა. კრიჭაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ი. კვირიკაშვილი შეასრულებს.