სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1108 1109 1110 1111 1112 1113 1114 1115 1116 ... 1666 Next 14 სექტემბერი2014 დინამოს ზურაბ ხიზანიშვილი შეუერთდა დინამოს ზურაბ ხიზანიშვილი შეუერთდა. 32 წლის მცველმა საფეხბურთო კარიერა 18 წლის ასაკში, დინამოში დაიწყო, შემდეგ კი წლების მანძილზე გამოდიოდა ბრიტანეთში: დანდი, რეინჯერსი, ბლექბერნი, ნიუკასლი, რედინგი. ხიზანიშვილის ბოლო კლუბი თურქული ქაისერისფორი გახლდათ. ზურაბ ხიზანიშვილი 13 წლის მანძილზე იცავდა საქრთველოს ნაკრების ღირსებას. 13 სექტემბერი2014 16 სექტემბერი დინამოს ისტორიაში 16 სეტემბერს დინამო არენაზე ჩვენი გუნდი ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს. დინამოს მეტოქე პირველობის დებიუტანტი- ქობულეთის შუქურა იქნება. შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება. 12 სექტემბერი2014 დინამოს მეორე გუნდმა ოზურგეთის მერცხალი დაამარცხა დღეს დინამო-2 პირველი ლიგის გათამაშების მეოთხე ტურში ოზურგეთის მერცხალს დაუპირისპირდა. მატჩი დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა და მალხაზ ჟვანიას გუნდის გამარჯვებით- 3:0 დასრულდა 11 სექტემბერი2014 გამარჯვება ჭაბუკთა ლიგაში დინამო თბილისის 15 წლამდელთა გუნდმა ლევან გვანცელაძის ხელმძღვანელობით, ჭაბუკთა ლიგაში ცხინვალის სპარტაკი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. თორნიკე კოკაიამ დუბლით გამოიჩინა თავი. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში დინამოელებმა 13:0 აჯობეს ჩიხურას და ქულათა მაქსიმალური რაოდენობით ლიდერობენ. 11 სექტემბერი2014 მეტალურგი 3:0 დინამო - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია რუსთავში, ფოლადის სტადიონზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც მეტალურგმა დინამო 3:0 დაამარცხა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე ვარლამ კილასონია და კახი გოგიჩაიშვილი წარდგნენ.