• Geo
  • Eng
21.12.2011
დინამოელი ჭაბუკები სანაკრებო შეკრებაზე

საქართველოს 14–წლამდელთა ნაკრები 20–დან 27 დეკემბრამდე თბილისში საწვრთნელ შეკრებას გაივლის. სანაკრებო შეკრებაზე დინამო თბილისიდან ხუთი ფეხბურთელი არის გამოძახებული. ჩვენს გუნდს ნაკრებში ლევან ისიანი, ნიკა ყურშავიშვილი, ლაშა ლოსეურაშვილი, ლუკა ფოჩხუა და გოგა ზარნაძე წარმოადგენენ.

14–წლამდელთა ნაკრების მსგავსად მოსამზადებელ ეტაპს, 20 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, შეკრებას საქართველოს 17–წლამდელთა გუნდიც გაივლის. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ, რომერლიც პარალელურად ჩვიდმეტწლამდელებს დინამოს აკადემიაშიც ავარჯიშებს, გუნდში ოთარ კაკაბაძეს, თორნიკე მაჭავარიანს, არჩილ მესხს, ჭიაბერ ჭეჭელაშვილს და ივანე წილოსანს უხმო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024