სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1396 1397 1398 1399 1400 1401 1402 1403 1404 ... 1666 Next 22 აპრილი2013 ჩვენი მეტოქე – მეტალურგი მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდი მეტალურგს მესამედ დაუპირისპირდება. ამჯერად დედაქალაქელთა და რუსთაველთა გზა საქართველოს თასის 1/2 ფინალურ ეტაპზე გადაიკვეთა. 23 აპრილს, ფოლადის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და თამაშის პირდაპირი ეთერის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ. 21 აპრილი2013 23 აპრილი დინამოს ისტორიაში დინამოელები მორიგ მატჩს 23 აპრილს, საქართველოს თასის გათამაშებაზე რუსთავში, ადგილობრივი მეტალურგის წინააღმდეგ გამართავენ. გადავხედოთ ჩვენი გუნდის ისტორიას, 23 აპრილს დინამოს 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ეროვნულ ჩემპიონატში და სსრკ პირველობაზე 4–4 მატჩი. 21 აპრილი2013 მეტალურგი VS დინამო – ურთიერთშეხვედრები სამშაბათს, 23 აპრილს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/2 ფინალური ეტაპისპირველ შეხვედრას დინამოელები სტუმრად, რუსთავის მეტალუგთან გამართავენ. მატჩი ფოლადის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება. 20 აპრილი2013 დუბლებმა ქუთაისში იმარჯვეს დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXIX ტურის შეხვედრა დინამოელებმა ქუთაისში, ადგილობრივი ტორპედოს წინააღმდეგ გამართეს. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე ორბურთიანი სხვაობით – 3:1 სძლია. 20 აპრილი2013 სასკო 1:1 დინამო–2 პირველი ლიგის XXVI ტურის მატჩი დინამოელებმა სტუმრად, სასკოს წინააღმდეგ გამართეს. რამაზ მუმლაძის შეგირდებმა შეხვედრა ფრედ – 1:1 დაასრულეს.