სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1369 1370 1371 1372 1373 1374 1375 1376 1377 ... 1666 Next 17 ივნისი2013 დინამო VS შირაქი – LIVE დინამო თბილისი ახალი სეზონისთვის სამზადისს განაგრძობს. დედაქალაქელები ამხანაგურ შეხვედრას სომხეთის ჩემპიონთან, შირაქ გიუმრისთან გამართავენ. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ აღნიშნული დაპირისპირების როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო LIVE-ს. 15 ივნისი2013 დინამოს აკადემიის U-13 გუნდი მესამე ადგილზე გავიდა აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა დინამოს აკადემიის U-13 გუნდმა გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა. მოზარდმა დინამოელებმა ბაქოს ალინჯას დიდი ანგარიშით – 4:0 სძლიეს. ტურნირის ბომბარდირი, სამი გატანილი გოლით, დინამოელი დარცმელია გახდა. გათამაშების ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელად კი ასევე დინამოელი, კვარაცხელია დასახელდა. 14 ივნისი2013 დინამოს ავსტრიული შეკრება დინამოელები ახალი სეზონისთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპს ავსტრიაში გაივლიან. ჩვენი გუნდი ავსტრიაში 19 ივნისს გაემგზავრება და ცილერტალში, ქალაქ მაირჰოფენში მდებარე ოთხვარსკვლავიან სასტუმრო SportHotel Manni-ში დაბინავდება. 14 ივნისი2013 დინამოში ელგუჯა გრიგალაშვილი ჩაირიცხა თბილისის დინამოში 23 წლის ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი ჩაირიცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ახლახანს დასრულებულ საქართელოს ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. 14 ივნისი2013 დინამოს აკადემიის გუნდი მესამე ადგილისთვის ითამაშებს აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა დინამო თბილისის აკადემიის U–13 გუნდმა დღეს მორიგი, რიგით შეხვედრა ჩაატარა. ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი გუნდი მეორე ტურში ბაქოს ინტერს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა.