სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1369 1370 1371 1372 1373 1374 1375 1376 1377 ... 1666 Next 21 ივნისი2013 მარცხი კიევის დინამოსთან ავსტრიაში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა პირველი სპარინგ შეხვედრა კიევის დინამოსთან გამართეს. შეხვედრა ორმხრივ შეტევებში წარიმართა და სახიფათო მომენტები როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის კართან ხშირად იქმნებოდა. 20 ივნისი2013 პირველი სპარინგი დინამო კიევთან დილით გამართული ვარჯიშის შემდეგ, ავსტრიულ შეკრებაზე ჩვენი გუნდი პირველ სპარინგ შეხვედრას კიევის დინამოსთან გამართავს. გარმიშ–პარტეენკირხენის საფეხბურთო მოედანზე ორი დინამოს სპარინგ მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების ტექსტური რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ. 19 ივნისი2013 პირველი ვარჯიში ავსტრიულ შეკრებაზე ადგილობრივი დროით 18.00 საათზე სასტუმროს შორიახლოს მდებარე სტადიონზე დინამოელებმა 1 საათის განმავლობაში ავსტრიულ შეკრებაზე პირველი ვარჯიში ჩაატარეს. დინამოში დაბრუნების შემდეგ პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად დავით კვირკველიამ. 19 ივნისი2013 დინამოს აკადემიის U-14 გუნდი პარტიზანთან დამარცხდა აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე IBA Cup 2013 გათამაშებაზე დინამოს აკადემიის U-14 გუნდმა მორიგი შეხვედრა გამართა. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში მოზარდი დინამოელები ბელგრადის პარტიზანის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრა დინამოელთა მარცხით – 0:3 დასრულდა. 18 ივნისი2013 დინამოელები ავსტრიაში მიემგზავრებიან დინამოელები მომავალი სეზონისთვის მზადებას ავსტრიაში განაგრძობენ. დედაქალაქელები დღეს, გვიან ღამით, გეზს ავსტრიისკენ აიღებენ. ჩვენი გუნდი ავსტრიის ქალაქ მაირჰოფენში თბილისი–სტამბული–მიუნჰენის ავიარეისით გაემგზავრება.