სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1369 1370 1371 1372 1373 1374 1375 1376 1377 ... 1666 Next 18 ივნისი2013 დინამოს აკადემიის გუნდი ვილიარეალთან დამარცხდა აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე IBA Cup 2013 გათამაშებაზე დინამოს აკადემიის U-14 გუნდმა მორიგი შეხვედრა გამართა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში მოზარდი დინამოელები ესპანეთის პრიმერადივიზიონში აღზევებული ვილიარეალის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ფრედ – 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში უპირატესობა ესპანური გუნდის ფეხბურთელებმა მოიპოვეს და ჩვენი გუნდი – 0:4 დამარცხდა. 18 ივნისი2013 დავით ყიფიანი - 62 დღეს დინამოს ლეგენდარული ათიანის– დავით ყიფიანის დაბადების დღეა. 17 ივნისი2013 დინამო U-14 0:0 დურგარდენი U-14 დინამო თბილისის აკადემიის U-14 გუნდმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, IBA Cup 2013 პირველი მატჩი გამართა. ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ჩვენი აკადემიის გუნდმა შვედურ დურგარდენთან გამართა. შეხვედრა ფრედ, გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა. 17 ივნისი2013 დინამო 1:1 შირაქი დინამოელები მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს. დღეს, დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე სომხეთის ჩემპიონს, შირაქ გიუმრის უმასპინძლა. ამხანაგური შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა. 17 ივნისი2013 დავით კვირკველია დინამოში დაბრუნდა დინამო თბილისში დაბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, 32 წლის მარცხენა ფლანგელი, დავით კვირკველია.