სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1360 1361 1362 1363 1364 1365 1366 1367 1368 ... 1666 Next 6 ივლისი2013 დინამოს საფეხბურთო აკადემიის გახსნას ანდრეი შევჩენკო დაესწრება ხვალ, 7 ივლისს დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის საწვრთნელი ბაზის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერ თასის 2003 წლის სეზონის ტრიუმფატორი, ლეგენდარული ანდრეი შევჩენკო დაესწრება. 6 ივლისი2013 დინამო მოსკოვი თბილისშია ხვალ, 7 ივლისს, დინამო არენა საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს დინამო თბილისი და დინამო მოსკოვი დაუპირისპირდებიან. დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე ჩვენი მეტოქე ჩარტერით დედაქალაქში ჩამოფრინდა. დინამო მოსკოვი სასტუმრო Radisson BLU-ში დაბინავდა. 6 ივლისი2013 დინამო თბილისისა და დინამო მოსკოვის შეხვედრას ლაშა სილაგავა განსჯის დინამო არენაზე 7 ივლისს გასამართ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ დინამო თბილისი და დინამო მოსკოვი წარსდგებიან, FIFA–ს კატეგრიის მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი ლაშა სილაგავა იქნება. მას ზაზა მენთეშაშვილი და ბესიკ ჭიჭინაძე დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გიორგი ვადაჭკორია შეასრულებს. მატჩის დამკვირვებელი ავთანდილ შალამბერიძე გახლავთ. 5 ივლისი2013 დინამო TV - ინტერვიუ დუშან უჰრინთან დინამო TV ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელთან, დუშან უჰრინთან ინტერვიუს გთავაზობთ. 5 ივლისი2013 მატჩის წინ – გიორგი ლორიას კომენტარი ჩვენი გუნდის კაპიტანს, გიორგი ლორიას, მოსკოვის დონამოსთან მოახლოებული მატჩისა და ჩემპიონთა ლიგის პერსპექტივების შესახებ გავესაუბრეთ.