სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1360 1361 1362 1363 1364 1365 1366 1367 1368 ... 1666 Next 7 ივლისი2013 დინამო თბილისს კრიშტიანუ რონალდუ ესტუმრება დღეს, 7 ივლისს, დინამო არენაზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს დინამო თბილისი და დინამო მოსკოვი დაუპირისპირდებიან. დღევანდელ შეხვედრის წინ დინამო თბილისს მადრიდის რეალისა და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი, უეფას ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული, თანამედროვე ფეხბურთის ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე – კრიშტიანუ რონალდუ ესტუმრება. 7 ივლისი2013 დინამო TV – დინამოს საფეხბურთო აკადემია დღეს დინამოს საფეხბურთო აკადემიის ბაზის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართება. დინამო TV ჩვენი საფეხბურთო აკადემიის ბაზის დირექტორის – არჩილ კეკელიას და აკადემიის ხელმძღვანელის – გიორგი მინაშვილის კომენტარებს გთავაზობთ. 6 ივლისი2013 დინამო TV – დინამო მოსკოვი თბილისში დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე თბილისს დინამო მოსკოვი ეწვია. დინამო TV გთავაზობთ სიუჟეტს – დინამო მოსკოვი თბილისში. 6 ივლისი2013 ვარჯიში და პრესკონფერენცია დინამო არენაზე ხვალ, 7 ივლისს, დინამო არენაზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიამრთება, რომელშიც ერთმანეთს დინამო თბილისი და დინამო მოსკოვი დაუპირისპირდება. მოსკოველმა თანაკლუბელებმა 19:00 საათზე დინამო არენაზე ივარჯიშეს, 20:00 საათზე სტადიონის მედია დარბაზში მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა. 6 ივლისი2013 ვეტერანები მცხეთაში სტუმრად მყოფ მოსკოვის დინამოს ვეტერან ფეხბურთელებს თბილისელმა თანაკლუბელებმა უმასპინძლეს. ჩვენი გუნდის ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად მცხეთაში ჯვირს მონასტერი და სვეტიცხოველი ვალერი ურინმა, ვალერი მასლოვმა, ვლადიმერ ბასალაევმა, ვლადიმერ პილგუიმ, მიხეილ სკოკოვმა და ლიდია ივანოვამ მოინახულეს. მცხეთის ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ ვეტერანები მცხეთაში ივახშმებენ.