სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1360 1361 1362 1363 1364 1365 1366 1367 1368 ... 1652 Next 14 ივნისი2013 დინამოს ავსტრიული შეკრება დინამოელები ახალი სეზონისთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპს ავსტრიაში გაივლიან. ჩვენი გუნდი ავსტრიაში 19 ივნისს გაემგზავრება და ცილერტალში, ქალაქ მაირჰოფენში მდებარე ოთხვარსკვლავიან სასტუმრო SportHotel Manni-ში დაბინავდება. 14 ივნისი2013 დინამოში ელგუჯა გრიგალაშვილი ჩაირიცხა თბილისის დინამოში 23 წლის ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი ჩაირიცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ახლახანს დასრულებულ საქართელოს ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. 14 ივნისი2013 დინამოს აკადემიის გუნდი მესამე ადგილისთვის ითამაშებს აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა დინამო თბილისის აკადემიის U–13 გუნდმა დღეს მორიგი, რიგით შეხვედრა ჩაატარა. ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი გუნდი მეორე ტურში ბაქოს ინტერს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა. 13 ივნისი2013 ჩვენი აკადემიის U-13 გუნდმა საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით დაიწყო აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა დინამო თბილისის აკადემიის U–13 გუნდმა დღეს პირველი შეხვედრა ჩაატარა. ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი გუნდი პირველ ტურში ნეფთჩის დაუპირისპირდა 13 ივნისი2013 დინამო ამხანაგურ შეხვედრას შირაქთან გამართავს დინამოელები ახალი სეზონისთვის სამზადისს განაგრძობენ. მოსამზადებელი ეტაპის პირველ სპარინგ–მატჩს ჩვენი გუნდი თბილისში, დინამო არენაზე გამართავს. დუშან უჰრინის გუნდი მეზობელი ქვეყნის, სომხეთის მოქმედ ჩემპიონ – შირაქ გიუმრის დაუპირისპირდება. ამხანაგური შეხვედრა 17 ივნისს 18:00 საათზე დაიწყება, მატჩზე დასასწრები ბილეთი 2 ლარი ეღირება.