სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1279 1280 1281 1282 1283 1284 1285 1286 1287 ... 1666 Next 2 ნოემბერი2013 მეტალურგი VS დინამოს ლაშა სილაგავა განსჯის უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი სტუმრად, რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს, ლაშა სილაგავა განსჯის. 2 ნოემბერი2013 ხუთი დინამოელი 19–წლამდელთა ნაკრებში საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრები, რომელსაც წინ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელის, 4 ნოემბრიდან საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს. მოზარდ ჯვაროსანთა გუნდში დინამომდან ხუთ ფეხბურთელს – ალექსანდრე გურეშიძეს, გიგა სამხარაძეს, ოთარ კაკაბაძეს, ჭიაბერ ჭეჭელაშვილს და გიორგი პაპუნაშვილს უხმეს. 1 ნოემბერი2013 3 ნოემბერი დინამოს ისტორიაში კვირას, 3 ნოემბერს ჩვენი გუნდი უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. 3 ნოემბერს დინამო თბილისს 13 ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც ჩვენმა გუნდმა 6 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, 6 შეხვედრა კი ფრედ, 1 შეხვედრაში კი დამარცხდა. 1 ნოემბერი2013 დინამო–2 და დუბლების სპარინგი დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთოაკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართულ სპარინგ შეხვედრაში დინამო–2 ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობას დაუპირისპირდა. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილმა მეორე გუნდმა კახი გოგიჩაიშვილის გაწვრთნილი სარეზერვო გუნდი მინიმალური სხვაობით – 4:3 დაამარცხა. 1 ნოემბერი2013 დინამო VS მეტალურგი – ურთიერთშეხვედრები კვირას, 3 ნოემბერს, ჩვენი გუნდი უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას რუსთავში, ადგილობრივი მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება ფოლადის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.