სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1279 1280 1281 1282 1283 1284 1285 1286 1287 ... 1666 Next 25 ოქტომბერი2013 დინამო VS ტორპედოს გიორგი ვადაჭკორია განსჯის ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს, ექვსკაციანი მსაჯთა ბრიგადა განსჯის. შეხვედრის მთავარი მსაჯი გიორგი ვადაჭკორია იქნება, რომელსაც ასისტენტობას ზაზა ფიფია და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ. 24 ოქტომბერი2013 მოზარდ დინამოელთა მორიგი გამარჯვება დინამო თბილისის აკადემიის 2002 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვლადიმერ გოჩაშვილი გახლავთ, გასვლით შეხვედრაში ბენდელა–საბურთალო ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მოზარდ დინამოელთაგან ორი გატანილი გოლით გამოირჩა ბზეკალავა, თითო ბურთი კი აბუაშვილმა და აზაროვმა გაიტანეს. 24 ოქტომბერი2013 ბალუს თასი 2013 27 ოქტომბერს მუშტაიდის ბაღში დინამო თბილისის ფან-კლუბ გლადიატორების ერთ-ერთი დამფუძნებლის– ლევან ღამბაშიძის სახელობის ტურნირის– ბალუს თასის რიგით მე-3 გათამაშება გაიმართება. 24 ოქტომბერი2013 26 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში დინამო თბილისი 26 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის მეათე ტურის შეხვედრას ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ გუნდს 9 ოფიციალური წაუგებელი მატჩი ( 3 ეროვნულ ასპარეზზე / 6 სსრკ პირველობაზე ) აქვს გამართული. 4 მოგება და 5 ფრე – გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 19:8 არის. 23 ოქტომბერი2013 დინამო TV - დინამო–2 მერცხალთან თამაშისთვის ემზადება დინამო–2 პირველი ლიგის მორიგი, როგით მეცხრე ტურის შეხვედრის გასამართად ემზადებიან. მალხაზ ჟვანიას გუნდი 25 ოქტომბერს სტუმრად, ოზუგრეთის მერცხალს დაუპირისპირდება.