სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1279 1280 1281 1282 1283 1284 1285 1286 1287 ... 1652 Next 5 ოქტომბერი2013 დინამო–2 ფოთის კოლხეთთან დამარცხდა პირველი ლიგის გათამაშების მორიგ კალდენდარულ შეხვედრაში დინამო–2 საკუთარ მოედანზე ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ დამარცხდა. ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართული მატცი ფოთელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. 5 ოქტომბერი2013 სიონი VS დინამო – მატჩამდე დინამო თბილისი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას სტუმრად, რუსთავში, ფოლადის სტადიონზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. 6 ოქტომბერს შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ. 5 ოქტომბერი2013 სიონი VS დინამოს ოთარ ხეცაძე განსჯის ეროვნული ჩემპიონატის VIII ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები სტუმრად, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის. 5 ოქტომბერი2013 ვარჯიში დიღმის ბაზაზე დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მორიგი კალენდარული შეხვედრისთვის მზადებას განაგრთზობს.ხვალ, დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდი რუსთავში, ფოლადის სტადიონზე, ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება. დინამო TV დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართული ვარჯიშის ვიდეოკოლაჟს გთავაზობთ. 4 ოქტომბერი2013 გამარჯვება სომხეთის ნაკრებთან დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა ამხანაგური მატჩი. დინამოს აკადემიის U-14 გუნდმა პაატა გოცირიძის ხელმძღვანელობით, სომხეთის თხუთმეტწლამდე ნაკრებს უმასპინძლა და საინტერესო შეხვედრაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა მეტოქე.