სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1126 1127 1128 1129 1130 1131 1132 1133 1134 ... 1666 Next 13 აგვისტო2014 დინამომ ტურნირი გამარჯვებით დაიწყო მინსკში დაიწყო ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის- იური კურნენინის სახელობის მეოთხე მემორიალური ტურნირის გათამაშება. დღეს პირველ შეხვედრაში დინამო თბილისის 15 წლამდელთა გუნდი პოსტავის პმც- ს დაუპირისპირდა და ლევან გვანცელაძის შეგირდებმა 4:2 დაამარცხეს მეტოქე. 13 აგვისტო2014 დინამოელები პირველი ტურის სიმბოლურში სპორტული გამოცემები ლელო და ჩვენი თამაში, ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ორი დინამოელი შეიყვანა. რჩეულთა შორის მოხვდნენ: გიორგი პაპავა და გიორგი პაპუნაშვილი. ტურის მწვრთნელად ლელომ დინამოს დამრიგებელი- კახი გოგიჩაიშვილი დაასახელა. 13 აგვისტო2014 დავით ჯიქია დინამოში დინამო თბილისს კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეუერთდა. ჩვენი გუნდის ღირსებას 19 წლის ფორვარდი, საქართველოს 17 და 19 წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი - დავით ჯიქია დაიცავს 11 აგვისტო2014 ახალი სეზონი დუბლებმაც გამარჯვებით დაიწყეს დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლშემადგენლობათა გათამაშების პირველი ტურის მატჩი გაიმართა. დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ, რომელსაც თამაზ სამხარაძე თავკაცობს, სამტრედიის დუბლებს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ დინამოელები ამ სეზონში ერთობ გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებენ. გუნდის უმეტესობას აკადემიიდან დაწინაურებული ფეხბურთელები შეადგენენ. 10 აგვისტო2014 დინამო 2:0 სამტრედია - ვიდეო მიმოხილვა დღეს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში დინამო თბილისმა სამტრედიას უმასპინძლა და კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა 2:0 დაამარცხეს მეტოქე. გოლები ჩისკომ და პაპუნაშვილმა გაიტანეს. დინამო TV გთავაზობთ აღნიშნული მატჩის ვიდეო მიმოხილვას.