სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1036 1037 1038 1039 1040 1041 1042 1043 1044 ... 1666 Next 16 თებერვალი2015 დუბლების ბოლო სპარინგი 23 თებერვალს დინამოს დუბლშემადგენლობა ჩემპიონატის მეორე წრეს დაიწყებს. დინამოელები სამტრედიას დაუპირისპირდებიან. დღეს კი თბილისელებმა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე სპარინგ მატჩში ცხუმს უმასპინძლეს. საინტერესო და სანახაობრივი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 7:4 დასრულდა. 16 თებერვალი2015 დინამო თასის მეოთხედფინალისთვის ემზადება დღეს დინამოელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში გამართეს. კახა გოგიჩაიშვილის გუნდი 18 თებერვალს გასამართი საქართველოს თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩისთვის ემზადება. 16 თებერვალი2015 დილა VS დინამო - ურთიერთშეხვედრები ოთხშაბათს, 18 თებერვალს 14.00 საათზე საქართველოს თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში, დინამო თბილისი გორში დილას დაუპირისპირდება. დილასთან შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. 15 თებერვალი2015 სტეფან ბუკორაცი იუბილარია ჩვენი გუნდის ახალწვეული, სერბი ნახევარმცველი- სტეფან ბუკორაცი იუბილარია. დღეს იგი 24 წლის გახდა. დინამოელები ვულოცავთ სტეფანს დაბადების დღეს. დინამოს წარმატებებს და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ მას. 14 თებერვალი2015 ლაშა პარუნაშვილი იუბილარია ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი- ლაშა პარუნაშვილი იუბილარია, დღეს იგი 22 წლის გახდა. დინამოელები ვულოცავთ ლაშას დაბადების დღეს. დინამოს წარმატებებს და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ მას.