სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1036 1037 1038 1039 1040 1041 1042 1043 1044 ... 1663 Next 9 თებერვალი2015 გიორგი გველესიანი მამა გახდა ჩვენი გუნდის ფეხბურთელს- გიორგი გველესიანს პატარა ნატალი შეეძინა. დინამოელები ვულოცავთ გიორგის ქალიშვილის დაბადებას. ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ ახალშობილს. 9 თებერვალი2015 დუბლებმა გაგრას აჯობეს დინამოს დუბლებმა მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ ერთი სპარინგი გამართეს. ამჯერად თამაზ სამხარაძის შეგირდებს მეტოქეობა გაგრამ გაუწია. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით 4:3 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები ბაშალეიშვილებმა, მზევაშვილმა და ბუღრიძემ გაიტანეს. 9 თებერვალი2015 მეექვსე მეტოქე მარიუპოლის ილიჩევეცი 9 თებერვალს დინამოელები თურქულ შეკრებაზე მეექვსე და ბოლო სპარინგ მატჩს გამართავენ. დინამოელთა მეტოქე უკრაინის პრემიერლიგელი- მარიუპოლის ილჩევეცი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. 8 თებერვალი2015 ჯაბა ჯიღაური - მაქსიმალურად ვეცდები გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი გავხდე 22 წლის ჯაბა ჯიღაურმა ბოლო პერიოდი საჩხერის ჩიხურაში გაატარა, სადაც იჯარის წესით გამოდიოდა. ჯაბა ზამთარში დინამოს დაუბრუნდა და გუნდთან ერთად ემზადება სეზონის განახლებისთვის. 8 თებერვალი2015 ბოლო ვარჯიში შეკრებაზე დინამოელებმა შეკრებაზე ბოლო ვარჯიში ჩაატარეს. გუნდმა დღეს ორჯერ ივარჯიშა. შეკრების მეთხუტმე დღეს კი დინამო, თბილისის დროით 13 საათსა და 30 წუთზე ბოლო, მეექვსე სპარინგს გამართავს.