სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1045 1046 1047 1048 1049 1050 1051 1052 1053 ... 1666 Next 9 თებერვალი2015 კახა გოგიჩაიშვილი შეკრებას აფასებს შეკრება დასრულდა. დინამოელებმა თურქეთში ორი კვირა დაჰყვეს. ორჯერად ვარჯიშებთან, თეორიულ მეცადინეობებთან ერთად გუნდმა ექვსი სპარინგიც გამართა. დინამოელები ერთ კვირაში უკვე 2015 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრასაც გამართავენ. მოსამზადებელი შეკრების შეფასება ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს- კახა გოგიჩაიშვილს ვთხოვეთ. 9 თებერვალი2015 ფრე ბოლო სპარინგში დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე ბოლო, მეექვსე შეხვედრა გამართეს. ჩვენი მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის გუნდი– მარიუპოლის ილიჩევეცი გახლდათ. დინამოელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. 9 თებერვალი2015 გიორგი გველესიანი მამა გახდა ჩვენი გუნდის ფეხბურთელს- გიორგი გველესიანს პატარა ნატალი შეეძინა. დინამოელები ვულოცავთ გიორგის ქალიშვილის დაბადებას. ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ ახალშობილს. 9 თებერვალი2015 დუბლებმა გაგრას აჯობეს დინამოს დუბლებმა მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ ერთი სპარინგი გამართეს. ამჯერად თამაზ სამხარაძის შეგირდებს მეტოქეობა გაგრამ გაუწია. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით 4:3 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები ბაშალეიშვილებმა, მზევაშვილმა და ბუღრიძემ გაიტანეს. 9 თებერვალი2015 მეექვსე მეტოქე მარიუპოლის ილიჩევეცი 9 თებერვალს დინამოელები თურქულ შეკრებაზე მეექვსე და ბოლო სპარინგ მატჩს გამართავენ. დინამოელთა მეტოქე უკრაინის პრემიერლიგელი- მარიუპოლის ილჩევეცი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.