აკადემიის სიახლეები მთავარი / აკადემია / აკადემიის სიახლეები Prev 1 ... 262 263 264 265 266 267 268 269 270 ... 271 Next 20 სექტემბერი2013 დინამოს აკადემიის გუნდმა ვასლუი დაამარცხა ბულგარეთში, ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის 2013 წლის გათამაშების დასკვნითი ეტაპის პირველ შეხვედრაში ჩვენი აკადემიის U-12 ფეხბურთელებმა რუმინული ვასლუის თანატოლთა წინააღმდეგ იასპარეზეს. სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ვასლუის 2:0 მოუგო. მეტოქის კარში გოლები ლუკა ბოგვერაძემ და გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანეს. ჯგუფში, რომელის გადასალახავადაც დინამოელთა მსგავსად ვასლუის და მოსკოვის ლოკომოტივის U-12 გუნდები ასპარეზობენ მოზარდი დინამოელები მომდევნო მატჩს დღეს, მოსკოვური გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებენ. შეხვ 19 სექტემბერი2013 დინამოს აკადემიის გუნდი ბულგარეთის ტურნირზე დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდი ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის დასკვნით ეტაპზე ითამაშებს. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად თბილისდან 15 ფეხბურთელი გაემგზავრა. 7 სექტემბერი2013 ჭაბუკთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა U-17 გუნდმაც მოიგო დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა გამართა ჩვენი აკადემიის U-17გუნდმაც. გიორგი მინაშვილის გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა ვიტ ჯირჯიას 2:0 სძლიეს. მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა აკადემიის ახალწვეულმა, გიორგი ხარაბაძემ, რომელმაც დღეს თავისი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 7 სექტემბერი2013 U-15 გუნდმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა გამართა ჩვენი აკადემიის U-15 გუნდმა. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა პრინციპულ შეხვედრაში ვიტ ჯორჯიელ თანატოლებს დიდი ანგარიშით - 4:0 სძლიეს. მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა გიორგი გოგილაშვილმა, თითო გატანილი ბურთით გამოირჩნენ გიორგი ლორია და აკაკი ყურაშვილი. 6 სექტემბერი2013 ახალი სეზონისთვის U15-იც დაინომრა დინამო თბილისის აკადემიის ასაკობრივი გუნდები ახალი სეზონის სტარტისთვის მზადბეას განაგრძობენ. დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამო თბილისის ბავშვთა აკადემიაში შეკრებაზე მყოფმა 15–წლამდელებმა მორიგი ვარჯიში გამართეს. ლევან გვანცელაძის შეგირდები სეზონის პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადებია, რომელსაც მოზარდი დინამოელები საკუთარ მოედანზე ვიტ ჯორჯიელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ. ჩემპიონატის დაწყებამდე კი პატარა დინამოელები დაინომრნენ.