აკადემიის სიახლეები მთავარი / აკადემია / აკადემიის სიახლეები Prev 1 ... 262 263 264 265 266 267 268 18 ოქტომბერი2013 დინამოელები 5–8 ადგილებისთვის ითამაშებენ პეტერბურგში მიმდინარე YOUNG TALENTS CUP–ის 2013 წლის გათამაშების ჯგუფური ეტაპი დინამო თბილისის აკადემიის 2002 წელს დაბადებულთა გუნდმა წარმატებით დაძლია. ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა პეტერბურგის ზენიტის წინააღმდეგ გამართა. 17 ოქტომბერი2013 ახალგაზრდა დინამოელების წარმატებული სტარტი დინამო თბილისის აკადემიის 2002 წლიანთა გუნდი სანქტ-პეტერბურგში იმყოფება, სადაც იმართება საერთაშორისო ტურნირი- YOUNG TALENTS CUP 2013. ტურნირში მონაწილეობს 20 გუნდი, რომელიც დაყოფილია 4 ჯგუფად. დინამო თბილისის მეტოქეები ჯგუფში არიან: ნიჟნი ნოვგოროდი, ზენიტი სანქტ-პეტერბურგი, კურსკი და ირკუტსკის ბაიკალი. 16 ოქტომბერი2013 დინამოს U-14 გუნდმა ტორპედო–ავაზა დაამარცხა დღეს, დინამოს აკადემიის U-14 გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც პაატა გოცირიძე გახლავთ, მორიგი კალენდარული მატჩი გამართა. მოზარდი დინამოელები ტორპედო–ავაზას თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდნენ და მეტოქეს ოთხბურთიანი სხვაობით – 5:1 სძლიეს. 13 ოქტომბერი2013 მოზარდმა დინამოელებმა ჩემპიონი დაამარცხეს დღეს, დინამოს აკადემიის 2002 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდმა მორიგი კალენდარული შეხვედრა გამართა. ვლადიმერ გოჩაშვილის გაწვრთნილი მოზარდი დინამოელები ჩემპიონის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდნენ და მეტოქეს ოთხბურთიანი სხვაობით – 8:4 სძლიეს. 11 ოქტომბერი2013 ზუგდიდელ თანატოლებთან ჭიდილში U-15 გუნდმაც იმარჯვა დღეს, დინამო თბილისის აკადემიის U-15 გუნდმა მორიგი კალენდარული შეხვედრა გამართა. ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ლევან გვანცელაძოს გაწვრთნილი გუნდი ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 5:0 დაამარცხა.