აკადემიის სიახლეები მთავარი / აკადემია / აკადემიის სიახლეები Prev 1 ... 262 263 264 265 266 16 აგვისტო2013 ტრიუმფით დასრულებული ტურნირი თურქეთის ქალაქ ანთალიაში ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულა დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდმა. სულიკო დავითაშვილის შეგირდებმა მეოთხე თამაში გამართეს ბაქოს ინტერის წინააღმდეგ და მეტოქეს 5:0 სძლიეს – დინამოელებმა ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულეს. შესაბამისად ჩვენი გუნდი სექტემბერში ბულგარეთში, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ სტადიაზე იასპარეზებს. 15 აგვისტო2013 მოზარდმა დინამოელებმა ანთალიასპორს 11:1 მოუგეს თურქეთის ქალაქ ანთალიაში მიმდინარე ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც სულიკო დავითაშვილია, მესამე თამაში გამართა და თურქულ ანთალიასპორს 11:1 მოუგო. სამი გოლი გაიტანა დავითაშვილმა და მოისწრაფიშვილმა, თითო გატანილი გოლით კი კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ლომთაძე, გაგუა და ბოგვერაძე გამოირჩნენ. 14 აგვისტო2013 მოზარდები კვლავ დიდი ანგარიშით იგებენ თურქეთის ქალაქ ანთალიაში მიმდინარე ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც სულიკო დავითაშვილია, მეორე თამაში გამართა და ბულგარულ სლავიას 4:0 მოუგო. სლავიას სამი გოლი დავითაშვილმა გაუტანა, ერთი კი - გოდერძიშვილმა. 13 აგვისტო2013 პატარა დინამოელებმა გალათასარაის 4:1 მოუგეს თურქეთის ქალაქ ანთალიაში მიმდინარე ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც სულიკო დავითაშვილია, პირველი თამაში გამართა და თურქულ გალათასარაის 4:1 მოუგო. 9 აგვისტო2013 დინამოს აკადემიის U-12 გუნდმა დიდი ანგარიშით მოიგო დინამო თბილისის აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდი თურქეთში გასამართი საერთაშორისო ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს, სულიკო დავითაშვილის შეგირდებმა მორიგი სპარინგი გორის დილას გუნდთან გამართეს და მეტოქეს 16:0 სძლიეს.