16.08.2011
დინამოელების კომენტარები გაფრენის წინ

ათენში გამგზავრების წინ დინამოელებს მცირე კომენტარები ჩამოვართვით.

ალექს გარსია - ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ფლეი - ოფის შეხვედრაში ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გაირკვევა, ვეცდებით ვასიამოვნოთ ფეხბურთით და დინამოს გულშემატკივრებიც გავახაროთ.

გიორგი ლორია - ჩემპიონატში ორი კარგი თამაში მოვიგეთ, უეფაზეც წარმატებულად ვითამაშეთ და ყველანი იმედიანად ვართ განწყობილნი.

ნიკა ფირცხალავა - რთული თამაში იქნება, ერთი პატარა ნაბიჯი დაგვრჩა, მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ.

ლევან კაკუბავა - ვფიქრომ უკვე ისეთ ეტაპზე ვართ რომ შეგვიძლია ჯგუფურ ეტაპში გასვლა. გამარჯვებულის ვინაობა განმეორებით მატჩში თბილისში გაირკვევა. სადაც გულშემატკივრებთან ერთან შეეძლება მიზნის მიღწევა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019