სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1225 1226 1227 1228 1229 1230 1231 1232 1233 ... 1666 Next 10 თებერვალი2014 ბოლო სპარინგი ანტალიაში თურქეთში მყოფი დინამოელები მოსამზადებელი ეტაპის უკანასკნელ საკონტროლო მატჩს თურქმენეთის 2012 წლის ჩემპიონთან და თასის მფლობელთან, 2013 წლის ვერცხლის პრიზიორთან ნებითჩისთან გამართავენ. მატჩი თბილისი დროით 13:30 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდზე იგეგემება დაპირისპირების ვიდეო რეპორტაჟი. 9 თებერვალი2014 დინამოს ახალგაზრდები ნალჩიკის სპარტაკთან დამარცხდნენ თურქული შეკრების ბოლოსწინა დღეს დინამოელებმა დამატებითი სპარინგ-მატჩი გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობა ძირითადად იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიიღეს ვისაც ანთალიაში გამართულ ტესტ-მატჩებში ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ. 9 თებერვალი2014 კიდევ ერთი სპარინგი დღეს, თურქულ შეკრებაზე მყოფი დინამოელები კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავენ. ჩვენი გუნდი რუსეთის პირველი ლიგის მეთორმეტე ადგილზე მყოფ ნალჩიკის სპარტაკს დაუპირისპირდება. 8 თებერვალი2014 დინამოს ახალგაზრდები შეკრების შესახებ დინამოელები 2013-2014 წლების სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ ანთალიურ შეკრებაზე ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს უხმო. 19 წლის მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ სამწუხაროდ პირველივე სპარინგში ტრავმა მიიღო და სამშობლოში მკურნალობს. 8 თებერვალი2014 მზადების მეცამეტე დღე 7 თებერვალს დინამოს მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა. თურქული შეკრების მეცამეტე დღეს კი დინამოელები ორ ვარჯიშს ჩაატარებენ. სასტუმრო ტიტანიკ დელუქსის სპორტულ მოედანზე გამართულ დილის ვარჯიშზე ძირითადი ყურადღება სისწრაფეებზე მუშაობას დაეთმო.