• Geo
  • Eng
04.03.2012
6 მარტი დინამოს ისტორიაში

სამშაბათს 6 მარტს, საფეხბურთო კლუბი გაგრა ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეორე ტურში დინამო თბილისს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება და 15.00 საათზე დაიწყება. 6 მარტს დინამო თბილისს თავის ისტორიაში სულ სამი მატჩი გაუმართავს. სამივე ეროვნულ ჩემპიონატში და სამივე მიყოლებით. ორი მოგება, ერთი ფრე და ბურთების შეფარდება 6/0. პირველი თამაში 2009 წელს შედგა. მეოცე ჩემპიონატის ოცდამეორე ტურში თბილისელებმა ბორჯომში ადგილობრივი გუნდი დიდი ანგარიშით 4–0 დაამარცხეს. იმ შეხვედრაში გიორგი მერებაშვილმა დუბლით გამოიჩინა თავი, ხოლო თითო გოლი ოლეგ გველესიანმა და გიორგი ნერგაძემ გაიტანეს. მომდევნო წელს, ოცდამეერთე პირველობის, ოცდამესამე სათამაშო დღეს დინამომ რუსთავის ოლიმპს უმასპინძლა და უგოლო ფრით გაეყარა. მესამე შეხვედრაში კი 2011 წელს, ოცდამეორე გათამაშების ოცდამესამე ტურში, მტკვრისპირელებმა ფოთში გასვლაზე ადგილობრივი კოლხეთი დაამარცხეს. ჩვენი გუნდის კაპიტნის– ალექსანდრე კოშკაძის და ბოსნიელი ლეგიონერის– პეტარ იელიჩის გოლებს ფაზისელებმა ვერაფრით უპასუხეს და შეხვედრა ანგარიშით 0–2 დათმეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021