სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1225 1226 1227 1228 1229 1230 1231 1232 1233 ... 1662 Next 30 იანვარი2014 დინამოელთა მორიგი ვარჯიში ანტალიაში დინამოს ანტალიური შეკრება გრძელდება. გთავაზობთ მეოთხე დღეს ჩატარებული ვარჯიშის ამსახველ კადრებს. 30 იანვარი2014 მეორე სპარინგი ჰაიდუკთან ხვალ, 31 იანვარს, დინამო თბილისი შეკრებაზე მეორე სპარინგ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი ტესტ–მატჩში ხორვატიის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდს – სპლიტის ჰაიდუკს დაუპირისპირდება, რომელიც ამჟამად ხორვატიის ჩემპიონტში რიეკასთან მეორე–mესამე ადგილებს იყოფს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენ კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე იგეგმება პირდაპირ ეთერის ჩვენება. 29 იანვარი2014 მესამე დღე შეკრებაზე თურქული საწვრთნელი შეკრების მესამე დღე დილის სპეციფიური ვარჯიშით დაიწყო. პოლონურ კლუბთან გამართული ტესტ–მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებს წყლის აღგენითი პროცედურა ჩაუტარდათ. საღამოს კი მალხაზ ჟვანიამ ფეხბურთელები მოედანზე დატვირთა. აქცენტი ტექნიკურ–ტაქტიკურ ვარჯიშზე გაკეთდა, წვრთნის მეორე ნაწილი კი სატრენაჟორო დარბაზში ძალაზე მუშაობას დაეთმო. 29 იანვარი2014 დუბლების მატჩის მიმოხილვა დღეს, დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ ბენდელას თასის გათამაშებაზე აზერბაიჯანულ ქარდაგს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:2 დამარცხდა. 29 იანვარი2014 დუბლები ქარდაგთან დამარცხდნენ დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა ბენდელას თასის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა. დინამოს სარეზერვო გუნდმა აზერბაიჯანის ქარდაგს უმასპინძლა. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა სტუმართა გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.