• Geo
  • Eng
11.01.2012
რობერტინიო - ახალ წელთან ერთად ახალი იმედები მოვიდა

დღეს დინამოს ბრაზილიელი ლეგიონერი რობერტინიო შეუერთდა, რომელიც ხვალ გუნდთან ერთად 2012 წელს პირველ ვარჯიშს გამართავს.

რობერტინიო - შობას ოჯახში შევხდი და ერთად მოვილხინეთ. ახალ წელთან ერთად ახალი იმედები მოვიდა. კლუბში ცვლილებებია, რამდენიმე ფეხბურთელმა დაგვტოვა და ასევე გვყავს ახალწვეულებიც.  ჩვენ ყველა თამაშზე გავალთ ისე როგორც ფინალზე და იმედი მაქვს, რომ წელს ჩემპიონები გავხდებით. ახლა ესპანეთში მივდივართ შეკრებაზე და დარწმუნებული ვარ, იქ სასურველ ფიზიკურ კონდიციებში ჩავდგები და მაქსიმალურად გამოვადგები ჩვენს გუნდს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024