სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1387 1388 1389 1390 1391 1392 1393 1394 1395 ... 1666 Next 3 მაისი2013 შეხვედრა დინამო არენაზე დინამო თბილისი 4 მაისს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XXX ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე, ქუთაისის ტორპედოსთან გამართავს. დინამოელები ხვალინდელი მატჩის მოგების შემთხვევაში, პრინციპული მეტოქის დამარცხებით, უმაღლესი ლიგის 2012/2013 წლების გათამაშების ტრიუმფატორები გახდებიან. ამ მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები ოფიციალური ფან–კლუბის წევრებს, გლადიატორებს შეხვდნენ. 3 მაისი2013 დინამო – ტორპედოს ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის უმაღლესი ლიგის XXX ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს, ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის. 3 მაისი2013 ჩვენი მეტოქე – ტორპედო ტურის ცენტრალური შეხვედრა, ქართულ კლასიკოდ წოდებული დინამო – ტორპედო ხვალ, თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ. 2 მაისი2013 მოსაზრება სფფ- ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის 2013 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე #10), შპს "საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის" ფეხბურთელი- ფრანჩისკო მუნიოსი დისკვალიფიცირებულ იქნა 3 მატჩით სფფ- ს ეგიდით გამართულ ოფიციალურ შეჯიბრებებში და დაჯარიმდა 500 ლარით. 2 მაისი2013 ბორის სიჭინავა - 77 დღეს ლეგენდარული ოქროს თაობის უნივერსალი ფეხბურთელი, სპორტის ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი- ბორის სიჭინავა 77 წლის გახდებოდა.