• Geo
  • Eng
06.11.2014
დინამო თბ 0:1 დინამო ბთ - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც თბილისელები ბათუმელ თანაკლუბელებთან 0:1 დამარცხდნენ, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე ასლან ბალაძე (მთავარი მწვრთნელის თანაშემწე)  და სულიკო დავითაშვილი (მთავარი მწვრთნელის თანაშემწე) წარდგნენ.

 

ასლან ბალაძე: პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ტრადიციული გუნდები დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეულია. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა და რამდენად კარგი მეტოქე გვეყოლებოდა. პივრელ ტაიმში სწრაფი გოლი გავიტანეთ და გაამართლა შერჩეულმა ტაქტიკამაც. მეორე ტაიმში ხარისხით შეიძლება ვერ ვივარგეთ, მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს ბიჭებმა. მოულოდნელი იყო გამარჯვება და ვულოცავ ჩემს გუნდს. რაც შეეხება დინამოს, წარმატებული ახალგაზრდული გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ. მადლობას ვეტყვი ფეხბურთელებსაც და გულშემატკივარსაც.

სულიკო დავითაშვილი: რაც შეეხება თამაშს- რთულია წაგებულის შემდეგ გარჩევა. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ფეხბურთია, ყველაფერი ხდება და დღეს არ გაგვიმართლა. არ ველოდით ამ შედეგს, მაგრამ ახალგაზრდული გუნდია და დღეს მაქსიმუმი ვერ აჩვენეს. ძნელია ორი ტაიმი დაცვაში მყოფ გუნდს ეთამაშო, თუმცა ვთვლი, რომ ეს მარცხი არაა ტრაგედია და ვულოცავ ბათუმელებს დამსახურებულ გამარჯვებას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024