სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1018 1019 1020 1021 1022 1023 1024 1025 1026 ... 1666 Next 2 აპრილი2015 დინამო vs დილა - მატჩამდე პარასკევს, 3 აპრილს ეროვნული ჩემპიონატის 22- ე ტურში დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება. შეხვედრა დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს დინამოს ოფიციალური ვებ გვერდი წარმოგიდგენთ. 2 აპრილი2015 ჭანტურია გერმანიაში გაფრინდა თბილისის დინამოს კაპიტანი ნიკა ჭანტურია გუშინ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაფრინდა, სადაც მუხლის ოპერაციას გაიკეთებს. ვიმედოვნებთ, რომ ოპერაცია წარმატებით ჩაივლის და ნიკა, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება მოედანს, თუმცა, ცხადია, მიმდინარე სეზონში დინამოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა კაპიტნის გარეშე მოუწევს. 2 აპრილი2015 დინამომ დინამო არენაზე ივარჯიშა ხვალ დინამოელები ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გორის დილას დაუპირისპირდებიან. თბილისელები განაგრძობენ მზადებას 22- ე ტურის შეხვედრისთვის და დღეს კახა გოგიჩაიშვილმა გუნდი დინამო არენაზე ავარჯიშა 2 აპრილი2015 დინამო vs დილა – ბილეთები ინტერნეტით 3 აპრილს 17.00 საათზე, დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის 22- ე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი - გორის დილას უმასპინძლებს. 2 აპრილი2015 9 დინამოელი 17 წლამდელთა ნაკრებში საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები გოჩა ავსაჯანაშვილის ხელმძღვანელობით 10-14 აპრილს ქალაქ ბაქოში გასამართ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას