• Geo
  • Eng
06.10.2014
დუბლები მეორე ადგილზე ჩამოქვეითდნენ

დუბლების ჩემპიონატში მერვე ტურის მატჩები ჩატარდა. დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ მერანის დუბლებს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:2 დამარცხდა. სტუმრები თავიდანვე დაწინაურდნენ და მასპინძლებს ორი გოლი გაუტანეს. თბილისელებმა ოთარ კობახიძის გოლით მოახერხეს ერთი ბურთის გაქვითვა. თამაზ სამხარაძის გუნდს კიდევ არაერთი მომენტი შეექმნა გოლის გასატანად, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და მერანმა ანგარიშით 2:1 იმარჯვა. ამ წაგების შემდეგ დინამოელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ჩამოქვეითდნენ.

დინამო დუბლები 1:2 მერანი დუბლები

დინამო: ისიანი, კაციტაძე, ყურშავიშვილი, ქანთარია, კირკიტაძე (კაპანაძე 88), გადრანი, აშორტია (ბუღრიძე 59), ბარბაქაძე (ვეკუა 30), კვერნაძე, გაბრიჩიძე (ო. კობახიძე 35), ა. კობახიძე (ლილუაშვილი 59)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024