სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1027 1028 1029 1030 1031 1032 1033 1034 1035 ... 1666 Next 5 მარტი2015 გამარჯვება ზესტაფონთან დღეს დინამო არენამ სამ თვიანი უქმობის შემდეგ უმაღლესი ლიგის შეხვედრას უმასპინძლა. სეზონის განახლების შემდეგ დედაქალაქელებმა პირველი მატჩი გამართეს საკუთარ კედლებში. დინამო თბილისის მეტოქე საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი გახლდათ. თამაში დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. 5 მარტი2015 დინამო vs ზესტაფონი - LIVE დღეს ჩვენი გუნდი თბილისში, დინამო არენაზე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მე- 18 ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს უმასპინძლებს. 17:00 საათიდან ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი აღნიშნული მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო LIVE- ს შემოგთავაზებთ. 4 მარტი2015 დინამო vs ზესტაფონი - მატჩამდე დინამო თბილისი საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის შეხვედრას თბილისში, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. 5 მარტის დაპირისპირებას დინამო არენა უმასპინძლებს. მატჩი 17.00 საათზე დაიწყება. 4 მარტი2015 დინამო XVIII ტურის მატჩისთვის ემზადება დინამოელები ხვალ 5 მარტს, დინამო არენაზე საქართველოს პირველობის XVIII ტურის შეხვედრას გამართავენ. დედაქალაქელთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი იქნება. თბილისელები განაგრძობენ მზადებას აღნიშნული მატჩისთვის 3 მარტი2015 ჭაბუკებმა პირველობა წარმატებით განაახლეს დღეს ჭაბუკთა ლიგის 15 და 17 წლამდე გუნდებს შორის გათამაშება განახლდა. დინამოელები საჩხრეს ესტუმრნენ და ადგილობრივ ჩიხურას ასაკობრივ გუნდებთან ორთაბრძოლა გამარჯვებით დაასრულეს.